უფასო კალკულატორი · თბილისი

რამდენი მ² აშენდება თქვენს ნაკვეთზე?

ჩაწერეთ ნაკვეთის ფართობი და ზონა — ნახავთ კ-1 / კ-2-ით დასაშვებ ფართს, სართულების სავარაუდო რაოდენობას და იმ ხაფანგებს, რის გამოც ყიდვამდე უნდა გადაამოწმოთ.

ზონა არ იცით? მოგვწერეთ საკადასტრო კოდი — გეტყვით უფასოდ.

რის აშენებას გეგმავთ?

კ-1, კ-2, კ-3 — მარტივად

კ-1 — ნაკვეთის რა ნაწილი შეიძლება დაიკავოს შენობამ მიწის დონეზე. კ-1 = 0,5 ნიშნავს, რომ 600 მ² ნაკვეთზე შენობის ნაფეხური 300 მ²-ს ვერ გადააჭარბებს.

კ-2 — მიწისზედა სართულების ჯამური ფართი ნაკვეთის ფართობთან შეფარდებით. 600 მ² × 2,5 = 1 500 მ². აივანი და ლოჯია ითვლება 1/3-ით, ღია ტერასა — არ ითვლება, მანსარდა (1,6 მ-ზე მაღალი ნაწილი) — 3/4-ით.

კ-3 — ნაკვეთის მინიმალური წილი, რომელიც გამწვანებისთვის ღია უნდა დარჩეს — მის ქვეშ არც სარდაფი, არც პარკინგი.

ზონების ძირითადი პარამეტრები

ზონაკ-1კ-2კ-3მინ. ფართობიმინ. სიგანე × სიღრმე
სზ-10,50,80,3200 მ²9 × 15 მ
სზ-20,50,80,3250 მ²9 × 15 მ
სზ-30,51,50,3300 / 400* მ²9 × 20 / 12 × 25* მ
სზ-40,7— (მაქს. 3 სართ.)0,2300 მ²—
სზ-50,52,10,2400** / 500 მ²12 × 20** / 15 × 25 მ
სზ-60,52,50,3600 / 700* მ²15 × 25 / 20 × 30* მ
სსზ-10,7 / 0,5*3,50,2 / 0,3*600 / 700* მ²15 × 25 / 20 × 30* მ
სსზ-20,7 / 0,5*4,60,2 / 0,3*700 მ²20 × 30 მ

* მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისთვის (სზ-3-ში — სასტუმროსთვისაც; სსზ-ში — ასევე შერეული შენობისთვის, სადაც საცხოვრებელი 25%-ზე მეტია). ** ინდივიდუალური სახლისთვის.

5 ხაფანგი, რაც ყიდვამდე უნდა იცოდეთ

1. ფართობი საკმარისია, ზომები — არა

სზ-6-ში მრავალბინიანისთვის 700 მ² საკმარისი არაა — ნაკვეთი უნდა იყოს მინიმუმ 20 მ სიგანის და 30 მ სიღრმის.

2. სსზ ზონაში საცხოვრებელი მხოლოდ 25%-ია

სსზ-1 და სსზ-2 ზონებში საცხოვრებელი ფუნქცია შენობის ფართის 25%-მდეა; 95%-მდე — მხოლოდ სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით.

3. „კ-2-ს გაზრდი“ — დაპირებაა, არა უფლება

კ-2-ის გადამეტება სპეციალური (ზონალური) შეთანხმებაა: გადაწყვეტილებას მერია იღებს, მოსაკრებლით და გარანტიის გარეშე.

4. ნაკვეთი ორ ზონაშია

თუ ერთი ზონა ნაკვეთის ¾-ზე ნაკლებს იკავებს, ორივე ზონის მოთხოვნები ერთად უნდა დააკმაყოფილოთ.

5. დიდი ნაკვეთიდან გამოყოფილი ნაწილი

თუ „დედა“ ნაკვეთის სამშენებლო პოტენციალი უკვე ათვისებულია, გამოყოფილი ნაკვეთი შეუსაბამოს სტატუსს იღებს — მასზე აშენება შეიძლება ვერ მოხერხდეს.

+ პარკინგიც ფართს „ჭამს“

მრავალბინიანზე ცენტრში კ-2 ფართის ყოველ 150 მ²-ზე, პერიფერიაში — 180 მ²-ზე ერთი ავტოსადგომია საჭირო.

წყარო: თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14-39 „ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“, ცვლილებებით (მათ შორის №44-78, 2024 და №58-63, 2025). განახლებულია: ოქტომბერი 2026. კალკულატორი საორიენტაციოა და არ ცვლის ოფიციალურ დასკვნას ან მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს.

ყიდვამდე ზუსტად გადავამოწმოთ?

ზონა, კოეფიციენტები, საკუთრება, იპოთეკა და გზა — წერილობითი ანგარიში. 400 ₾.

📲 WhatsApp