მომსახურების პირობები
1მხარეები
მომსახურებას BuildCheck-ის სახელით ახორციელებს შპს „სტრავიო“ — შემდგომში „შემსრულებელი“. „დამკვეთი“ არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც უკვეთავს მომსახურებას.
2მომსახურების არსი
შემსრულებელი ატარებს დამოუკიდებელ საინჟინრო-ტექნიკურ შემოწმებას (დოკუმენტების, პროექტის, ხარჯთაღრიცხვის და/ან ობიექტის) და დამკვეთს აწვდის წერილობით ანგარიშს. ანგარიში არის შემსრულებლის პროფესიული მოსაზრება და არ წარმოადგენს:
- სასამართლო ან სახელმწიფო ექსპერტიზას;
- იურიდიულ დასკვნას ან სამართლებრივ კონსულტაციას;
- მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობას ან ლიცენზირებულ ინსპექტირებას.
3შეკვეთა და შეთანხმება
შემსრულებელი დამკვეთს წერილობით (ელფოსტით ან მესენჯერით) უგზავნის შეთავაზებას: მომსახურების ფარგლები, ფასი, ვადა და საჭირო დოკუმენტები. დამკვეთის მიერ ინვოისის გადახდა ნიშნავს შეთავაზებაზე და ამ პირობებზე თანხმობას. 1000 ლარზე მეტი ღირებულების ან ყოველთვიური მომსახურებისთვის შესაძლებელია ცალკე ხელშეკრულების გაფორმება.
4ფასი და გადახდა
- ფასი განისაზღვრება შეთავაზებით; საიტზე მითითებული ფასები საორიენტაციოა.
- 500 ლარამდე მომსახურება — 100% წინასწარ.
- 500 ლარზე მეტი — 50% წინასწარ, 50% ანგარიშის მიწოდებისას.
- ყოველთვიური მონიტორინგი — ყოველი თვის დასაწყისში, წინასწარ.
- თბილისის გარეთ ვიზიტზე ემატება ტრანსპორტის ხარჯი, რომელიც წინასწარ თანხმდება.
- გადახდა — საბანკო გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
5ვადები
სამუშაო იწყება გადახდის და საჭირო დოკუმენტების მიღების შემდეგ. ანგარიშის ვადა მითითებულია შეთავაზებაში (ჩვეულებრივ 2–3 სამუშაო დღე). ვადა გრძელდება, თუ დამკვეთი აგვიანებს დოკუმენტებს ან ობიექტზე დაშვებას, ან თუ საჯარო რეესტრი/სხვა უწყება აგვიანებს ინფორმაციას.
6დამკვეთის ვალდებულებები
- მიაწოდოს ზუსტი და სრული ინფორმაცია და დოკუმენტები;
- უზრუნველყოს ობიექტზე დაშვება შეთანხმებულ დროს (თუ საჭიროა ვიზიტი);
- ანგარიში გამოიყენოს კანონიერი მიზნით.
7შემოწმების ფარგლები და შეზღუდვები
- ობიექტის შემოწმება არის ვიზუალური და ხელსაწყოებით გაზომვა, დაზიანების (დამანგრეველი) ტესტების გარეშე. ფარული ხარვეზები (კედლის, იატაკის ან ჭერის შიგნით) შეიძლება ვერ გამოვლინდეს.
- დოკუმენტების შემოწმება ეფუძნება დამკვეთის მიერ მოწოდებულ დოკუმენტებს და საჯარო წყაროებს შემოწმების დღის მდგომარეობით. ამ მონაცემების შემდგომ ცვლილებაზე შემსრულებელი პასუხს არ აგებს.
- მოცულობების დათვლა ეფუძნება მოწოდებულ პროექტს; პროექტის ცვლილება ცვლის შედეგს. საბაზრო ფასები საორიენტაციოა, შემოწმების თარიღის მდგომარეობით.
- შემსრულებელი არ იღებს გადაწყვეტილებას დამკვეთის ნაცვლად — საბოლოო გადაწყვეტილება (ყიდვა, ხელმოწერა, გადახდა) დამკვეთისაა.
8პასუხისმგებლობა
შემსრულებლის პასუხისმგებლობა, ნებისმიერი საფუძვლით, შემოიფარგლება კონკრეტული მომსახურებისთვის გადახდილი თანხით. შემსრულებელი არ აგებს პასუხს მესამე პირების (დეველოპერის, მშენებლის, უწყებების) მიერ მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტეზე და არაპირდაპირ ზიანზე (მაგ., მიუღებელ შემოსავალზე).
9გაუქმება და თანხის დაბრუნება
- სამუშაოს დაწყებამდე — თანხა ბრუნდება სრულად;
- სამუშაოს დაწყების შემდეგ — ბრუნდება შეუსრულებელი ნაწილის პროპორციული თანხა (ჩატარებული ვიზიტი ან გაწეული სამუშაო არ ბრუნდება);
- ანგარიშის მიწოდების შემდეგ — თანხა არ ბრუნდება. ანგარიშში ფაქტობრივი შეცდომის შემთხვევაში ვასწორებთ უფასოდ.
10კონფიდენციალურობა და პერსონალური მონაცემები
დამკვეთის დოკუმენტებს და მონაცემებს ვიყენებთ მხოლოდ მომსახურების გასაწევად და არ გადავცემთ მესამე პირებს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ფაილები ინახება შეკვეთის დასრულებიდან 12 თვის განმავლობაში, შემდეგ იშლება; დამკვეთის მოთხოვნით — უფრო ადრე. ანგარიშის ანონიმურ ნიმუშად გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ დამკვეთის თანხმობით. საიტის ჩატში დასმული კითხვები შეიძლება შევინახოთ მომსახურების გასაუმჯობესებლად.
11ანგარიშის გამოყენება
ანგარიში განკუთვნილია დამკვეთისთვის. დამკვეთს შეუძლია გადასცეს ის დეველოპერს, მშენებელს, ბანკს ან იურისტს. ანგარიშის საჯაროდ გამოქვეყნება შემსრულებლის თანხმობის გარეშე დაუშვებელია.
12დავები
დავები წყდება მოლაპარაკებით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში — საქართველოს კანონმდებლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოში.
13კონტაქტი
WhatsApp: +995 599 20 66 20
← მთავარ გვერდზეTerms of service
1Parties
The services are provided under the BuildCheck name by Stravio LLC — the “Provider”. The “Client” is the person or company ordering the service.
2The service
The Provider carries out an independent engineering and technical check (of documents, design, cost estimate and/or the property) and gives the Client a written report. The report is the Provider’s professional opinion and is not:
- a court-appointed or state expert examination;
- a legal opinion or legal advice;
- state construction supervision or a licensed inspection.
3Orders and acceptance
The Provider sends the Client a written offer (by email or messenger) with the scope, price, deadline and the documents needed. Payment of the invoice means the Client accepts the offer and these terms. For services over 1,000 GEL or monthly services, a separate contract may be signed.
4Price and payment
- The price is set in the offer; prices on the website are indicative.
- Services up to 500 GEL — 100% in advance.
- Over 500 GEL — 50% in advance, 50% on delivery of the report.
- Monthly monitoring — paid in advance at the start of each month.
- Travel outside Tbilisi is charged extra and agreed in advance.
- Payment by bank transfer against an invoice.
5Deadlines
Work starts after payment and receipt of the required documents. The report deadline is stated in the offer (usually 2–3 working days). It is extended if the Client delays documents or site access, or if the Public Registry or another authority delays information.
6Client’s obligations
- Provide accurate and complete information and documents;
- Arrange site access at the agreed time (if a visit is needed);
- Use the report for lawful purposes.
7Scope and limitations
- Site checks are visual and with measuring tools, without destructive testing. Hidden defects (inside walls, floors or ceilings) may not be found.
- Document checks are based on the documents provided by the Client and on public sources as of the date of the check. The Provider is not responsible for later changes to this data.
- Quantity takeoffs are based on the design provided; design changes change the result. Market prices are indicative as of the date of the check.
- The Provider does not make decisions for the Client — the final decision (to buy, sign or pay) is the Client’s.
8Liability
The Provider’s total liability, on any ground, is limited to the amount paid for the specific service. The Provider is not responsible for the accuracy of information supplied by third parties (developers, builders, authorities) or for indirect losses (such as lost profit).
9Cancellation and refunds
- Before work starts — full refund;
- After work starts — refund of the part not yet performed (a completed visit or work done is not refunded);
- After the report is delivered — no refund. Factual errors in the report are corrected free of charge.
10Confidentiality and personal data
We use the Client’s documents and data only to provide the service and do not share them with third parties, except where required by law. Files are kept for 12 months after the order is completed and then deleted — earlier on request. An anonymised report may be used as a sample only with the Client’s consent. Questions asked in the website chat may be stored to improve the service.
11Use of the report
The report is for the Client. The Client may share it with the developer, builder, bank or lawyer. The report may not be published without the Provider’s consent.
12Disputes
Disputes are settled by negotiation; failing that, under Georgian law, by Tbilisi City Court.
13Contact
WhatsApp: +995 599 20 66 20
← Back to the main page